ჩვენს შესახებ
ქუთაისის უნივერსიტეტი (ქუ) არსებობის 28-ე წელს ითვლის. თავდაპირველად, ახლადდაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ხოლო შემდგომში - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახით ჩამოყალიბდა. ვინაიდან კადრები მზადდებოდა საუნივერსიტეტო სპეციალობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს შეეცვალა სტატუსი და 1992 წლიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეწოდა.