ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტუდენტთა მხარდაჭერა

ქუთაისის უნივერსიტეტში  ფუნქციონირებს  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი,  რომელშიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტთა კონსულტირებისთვის საშტატო ერთეულები შემდეგი მიმართულებებით:

 

 - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა  მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი  -  უზრუნველყოფს სტუდენტთა   და კურსდამთავრებულთა ინფორმირებას შრომის ბაზრის და პოტენციური დამსაქმებლების შესახებ, ახორციელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კონსულტირებას პროფესიული ორიენტაციის, საკუთარი განათლებისა და კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების პროცესისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადების საკითხებზე; ახდენს პროფესიული და კარიერული ზრდის ტრენინგ-კურსების ორგანიზებას,უზრუნველყოფს სტაჟირების, ვებინარების, მასტერკლასების ორგანიზებას და წარმოადგენს შუამავალს უნივერსიტეტს,  სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და დამსაქმებლებს შორის.


–სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა– მენეჯერი უზრუნველყოფს სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა– ორგანიზებას,  კლუბებისა და გუნდების დაარსება–განვითარებას, სტუდენტური აქტივობების პრომოუშენს.

 - სტუდენტთათვის ფსიქოლოგიური მომსახურება - სტუდენტთა ფსიქოლოგი ახორციელებს სტუდენტთა პირველად და პერმანენტულ სკრინინგს, ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას; კონფედენციალურობის დაცვას და  პრობლემაზე ორიენტირებულ მომსახურეობას; ინდივიდუალურად და ჯგუფურად გათვალისწინებულ ფსიქოსარეაბილიტაციო ღონისძიებებს;