ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მობილობა

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ნუსხა:

1.    მობილობის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება - 2021 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) სტუდენტთა კრედიტების აღიარება -2021 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით;

გ) სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 14 სექტემბრიდან  15 სექტემბრის  ჩათვლით;

დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში ელექტრონულად  ასახვა -არაუგვიანეს 2021 წლის  16 სექტემბრის  18:00 საათისა.

            2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:

 ა) განცხადება (ივსება უნივერსიტეტში);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ზ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

თ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);

ი) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე სქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.

აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

 3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში);

გ) ,,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“  ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.