ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტუდენტური ცხოვრება

სპორტული და კულტურული ცხოვრება

 

სტუდენტების ჯანსაღი და წარმატებული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია  სპორტული და კულტურული აქტივობები. 

  • თქვენთან ერთად ვქმნით სპორტულ და კულტურულ გუნდებს; (სპორტი, მუსიკა, ხელოვნება და სხვა)

  • უნივერსიტეტის კულტურული გუნდების მონაწილეობით ვაწყობთ  New Year წვეულებასექსკურსიებს, სხვადასხვა ეროვნულ და თემატურ ღონისძიებებს, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს;

  • ვზრუნავთ  საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური გარემოს შექმნაზე.

 

გაიცანით ქუთაისის უნივერსიტეტის სპორტული და კულტურული გუნდები:

 

UNIK  თეატრალური დასი 

დასი 2011 წელს შეიქმნა , დაჯილდოებულია - ანტალიის თეატრალური ფესტივლის საგზურით; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფესტივალზე მიღებული აქვს  საპატიო პრიზი „საუკეთესო დრამა“. 


UNIK ცეკვის ანსამბლი

 ქორეოგრაფიული ანსამბლი 2017  წელს შეიქმნა. არის  2017 წლის ბაკურიანის ზამთრის სეზონის ლაურიატი; ანსამბლს შექმნიდან დღემდე დადგმული აქვს 14 ცეკვა, აქედან  4  ცეკვა თანამედროვე ქორეოგრაფიული ელემენტებით. ანსამბლი 4 წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობდა ევროპის სარეთაშორისო ფოლკროლის ფესტივალში  (ესპანეთი,  უნგრეთი, ჩეხეთი) 

UNIK მანსანკანის გუნდი   

გუნდი „სენსაცია“ 2011 წელს შეიქმნა. ქუთაისის ა.წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მანსანკანის ჩემპიონატში  I ადგილი დაიკავა. საირმის მანსანკანის ჩემპიონატში დაჯილდოებულია  აღმოჩენის თასით, ერთერთი წევრი - თამარ ხაჩიძე - გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, დაჯილდოვდა 2 დღიანი საგზურით საირმეში . გუნდს მიღებული  აქვს არაერთი მადლობის სიგელი .

UNIK ფუტსალის გუნდი

 

გუნდი 2021 წელს ჩამოყალიბდა, ამ ეტაპზე აგროვებს გამოცდილებას და ემზადება სხვადასხვა ლიგის სათამაშოდ.