ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მართვა

ლაშა კანდელაკიშვილი
დამფუძნებული/პრეზიდენტი

ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 წელს კი პოლონეთში, ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
2007 წელს თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი გახდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი, 2009 წელს კი ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.
2012 წლის 31 დეკემბრიდან  2019 წლის 31 ოქტომბრამდე, ლაშა კანდელაკიშვილი  ევროპის უნივერსიტეტის,  ხოლო  2020 წლის 2 ივლისიდან  ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებს.
ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომების და პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: [email protected]



გოჩა თუთბერიძე
რექტორი

 გოჩა თუთბერიძე არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, კერძოდ სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, უზენაეს საბჭოსთან არსებული ჟურნალ „ეკონომისტის“ საერთო განყოფილების რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეგულირების, საერთო ზედამხედველობის, დოკუმენტური ზედამხედველობის განყოფილებების უფროსი, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სს კ/ბ „კავკასიონის“ გენერალური დირექტორი, სს კ/ბ „ქართული ბანკის“ ფინანსური დირექტორი, კონსალტინგური და აუდიტორული კომპანიის „ბიზნესის მართვის ბიურო“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შპს მისო „ქართული კრედიტის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას მიღებული აქვს გერმანიის აკადემიური გაცვლის  (DAAD) და კარლ დუისბერგის (CDG) სახელობის საზოგადოებების სტიპენდიები.

საგანმანათლებლო სფეროში ბატონი გოჩა მოღვაწეობ(და)ს შემდეგი მიმართულებებით: 


·  ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნეისის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი;

·  ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნეისის ფაკულტეტი, ფინანსების კათედრის ასოცირებული პროფესორი;

·  თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი, ხარისხსი მართვის სამსახურის უფროსი;

·  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი;

· ევროპის უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მენეჯემნტისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;

· ევროპის უნივერსიტეტი, ვიცე რექტორი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;

· ქუთაისის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი;

· ქუთაისის უნივერსიტეტი, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

ის არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი.

მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესები მოიცავს ფინანსებს, ფინანსურ ბაზრებს,  ეკონომიკურ ზრდას,  საზოგადოების ეკონომიკურ სტრუქტურას, მიგრაციას, მიგრაციის ეკონოფიზიკურ მოდელებს. 

კონტაქტი: [email protected]


თამარ ზარგინავა
ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით        

თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაასრულა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

2007-2011 წლებში იყო საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,  2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2012-2014 წლებში - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე არის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

კონტაქტი: [email protected]



ნინო ტალიაშვილი
ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით        

ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წლიდან  არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს,  2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.

არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), როგორც სამართლის ექსპერტი. 

ამჟამად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.

კონტაქტი: [email protected] 


სოფიო ხუნდაძე
ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით

2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში. არის ასოცირებული პროფესორი ფინანსებში. თოთხმეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია). რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროგრამის „Erasmus +“ მონაწილე,  პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია).

სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

ასევე, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)“ მონაწილე.

2013-2018 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციებზე. 2019 წელს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იკავებდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. ევროპის უნივერსიტეტში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 

2020 წლიდან ევროპის უნიევრსიტეტში იკავებს ვიცე-რექტორის პოზიციას ხარისხის განვითარების მიმართულებით.

კონტაქტი: [email protected]



ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო

ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანო, რომლის მიზანია:

•   უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების  მიღება და რეკომენდაცი(ებ)ის შემუშავება;

•   უნივერსიტეტის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღების პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფით.

მმართველის საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ვიცე-რექტორები, დეკანები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აფილირებული აკადემიური პერსონალი, სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი.


PDF ის ნახვა