შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სტრუქტურულ ერთეულს. ფაკულტეტის მიზანია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, კეთილსინდისიერი და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათი უნიკალური ინდივიდუალური თავისებურებების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სწავლა-სწავლებისა და კვლევის მიმზიდველი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა.