ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ბიბლიოთეკა

ჩვენს შესახებ

„ ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკა- სასწავლო კვლევითი სამეცნიერო სივრცე ემსახურება ყველას, განურჩევლად კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და სოციალური სტატუსისა.


ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება: უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვა.

ბიბლიოთეკის ფონდის კატალოგი ასახულია ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში openbiblio, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის მოძიება.


ბიბლიოთეკა მუშაობს

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 9:00-21:00 სთ.


მომსახურება

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტს;

ბ) უნივერსიტეტის პერსონალს;

გ) უნივერსიტეტში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ პირებს;

დ) სხვა პირებს, თუ ისინი ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან უნივერსიტეტში რაიმე

სასწავლო პროგრამით/კურსით.

ე) ბიბლიოთეკათაშორისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის/ხელშეკრულების

ფარგლებში პარტნიორი ბიბლიოთეკების მომხმარებლებს (წიგნით სარგებლობა დასაშვებია

მხოლოდ ადგილზე).

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის  კატეგორიაზე რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

ბიბლიოთეკიდან გაიცემა ყველა ის საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ქვემოთ მოცემულ კატეგორიას არ მიეკუთვნება:

  1. წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
  2. პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
  3. ლექსიკონები

მომხმარებელს შეუძლია სასურველი ლიტერატურა დაჯავშნოს ელექტრონულად ბიბლიოთეკის მეილისი საშუალებით.([email protected])

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  არასამუშაო დღეს (შაბათი) ახალგაზრდა მწერლებლსა და პოეტებს უსასყიდლოდ სთავაზობს სივრცეს საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციისათვის.