ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი

ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკური პრობლემების კვლევას და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა 2021 წლის ნოემბერში, როდესაც უნივერსიტეტის რექტორის  № ძ-173 ბრძანებით დამტკიცდა მისი დებულება. აქტიურ საქმიანობას ინსტიტუტი შეუდგა 2022 წლის ნოემბრიდან, ხელმძღვანელის დანიშვნის შემდგომ. მანამდე, 2010 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი, რომელსაც პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.

ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით კვლევის განვითარებაზე ზრუნვა და დარგის კვალიფიციური მკვლევარების საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა, ინოვაციური კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება.

ინსტიტუტის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტში თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება;
  • ახალი ცოდნის გენერირების და გაზიარების მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის ხელის შეწყობა;
  • კვლევებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა და წახალისება;
  • საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, ვებინარების, ვორკშოპების, სიმპოზიუმების ორგანიზების ხელშეწყობა;
  • კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან და ბიზნეს-სექტორთან;
  • ფაკულტეტთან ერთად სასწავლო პროცესში კვლევის შედეგების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ფაკულტეტთან ერთად სტუდენტებისთვის კვლევის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების სტიმულირება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ მიწოდებული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შეფასებისა და საზოგადოებაში მოთხოვნადი კვლევითი მიმართულებების მოკვლევის შესახებ ანგარიშების საფუძველზე, უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის გათვალისწინებით კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა და ფაკულტეტის საბჭოზე წარდგენა.

ინსტიტუტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

  • ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
  • მონაწილეობს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერ-მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტში მათ მიერ სემინარებზე მოხსენებებისა და ლექციების წაკითხვას;
  • ვგამოსცემს ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემატიკაზე სამეცნიერო ჟურნალს და თემატურ კრებულებს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;
  • ახდენს ბიზნესის, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკაზე უცხოური სახელმძღვანელოების  ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას;
  • ეხმარება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაერთონ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით, ასევე კვლევით საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტს დამტკიცებული აქვს  შემდეგი კვლევითი პრიორიტეტები:

  • რეგიონული ეკონომიკა: ზრდა, განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები და ცვლილებები;
  • ქცევითი ეკონომიკა (მიკროეკონომიკის ფარგლებში): ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური და შემეცნებითი ფაქტორების როლი და ზეგავლენა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე;
  • ეკონომიკური განვითარება: ადამიანური რესურსები, ადამიანური განვითარება, შემოსავლების გადანაწილება, მიგრაცია.

ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია:

ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გოჩა უგულავა

ტელ: +995 (431) 23 79 79 (338)

ელ-ფოსტა: [email protected]
  [email protected]