ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო ლექცია გაიმართა.

 ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და დანაშაულია. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც ხშირად შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.

 საჯარო ლექციას ჩაატარეს: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა ნათია წივწივაძემ და ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების უფროსმა მზევინარ ღაჭავამ.

 საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნა ტრეფიკინგი, როგორც დანაშაული და მისი ფორმები, ტრეფიკინგის საფრთხეებისა და დაცვის არსებული მექანიზმები, ასევე საქართველოში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები.

 საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.