ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტების და აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში მიღებას აცხადებს 

 ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტების და აბიტურიენტებისთვის აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში - "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად.

სესიები ჩატარდება 20-დან 27 თებერვლის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში. (მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13). თითოეული სესიის ხანგრძლივობა 3 საათს შეადგენს. 

ზამთრის სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის" და სხვა უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ასევე საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეებს.

ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის  პროფესორები ჩაატარებენ. 

ყველა მონაწილეს, რომელიც წარმატებით გაივლის კურსს და მოამზადებს პროექტით გათვალისწინებულ პრეზენტაციებს, სესიების დასრულების შემდეგ გადაეცემა მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მოზადებაში და წარადგინონ პროექტი შესაბამის ფონდებში, ასევე, ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს "ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.  

სარეგისტრაციო ბმული:  bit.ly/3Yzfj4D
სასწავლო სილაბუსი: სილაბუსის გახსნა
ზამთრის სკოლის ბროშურა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 თებერვალი, 00:00 საათი.