ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სიძულვილის ენის დილემა: გადის ზღვარი აკრძალულ და დაცულ გამოხატვას შორის?

💥 საჯარო ლექცია - სიძულვილის ენის დილემა: გადის ზღვარი აკრძალულ და დაცულ გამოხატვას შორის?

👩თამარ მსხვილაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის თანახელმძღვანელი, ასისტენტი
📍 26 დეკემბერი, 14:00
ქუთაისის უნივერსიტეტი, თავისუფალი სივრცე (ოთახი #201)
🔵 გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია, ერთ-ერთი ძირითადი პირობაა მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის განვითარებისათვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მკაფიო სხვაობა „ცუდ ენასა“ და ლეგიტიმურ, ჯანსაღ დებატებს შორის. განსხვავებულ აზრზე ყოფნა უნდა გაიმიჯნოს პიროვნული თავდასხმებისაგან.
🔵უნდა დადგინდეს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ვინაიდან ეს უკანასკნელი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, სიძულვილის ენა კი ამ პრინციპის გამონაკლისი, როგორც სამართლებრივი ბარიერი. უკიდურესი სირთულე საზოგადოებრივი დისკურსის მოთხოვნილებებსა და დაუბრკოლებელი გამოხატვის საჭიროებებს შორის ბალანსის დამყარებაში მდგომარეობს. სიძულვილის ენა მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობის საფუძველს. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, მას ყოველთვის ახლავს თმენის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვებისათვის შეურაცხყოფის მიყენების უფლებად იქცევა. ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ იგი განსაზღვრულია კანონმდებლობით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
#UNIK #uniktalk