ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ღია კარის დღე ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 2 ივლისს, 12:00 საათზე ღია კარის დღეზე იწვევს. სტუმრები უნივერსიტეტის შეთავაზებების, პროგრამებისა და უპირატესობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. მათ ასევე საშუალება ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, ასევე გაცვლითი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

ღია კარის დღეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტეის დეკანი, თეონა გრიგოლაშვილი გაუძღვება.

ქუთაისის უნივერსიტეტში გელით:

  • მაღალი კვალიფიკაციის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ლექტორები
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
  • პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირების პროგრამები
  • განახლებული ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული კლასები სმარტ-დაფებით, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით
  • საინტერესო სტუდენტური ცხოვრება,  სახელოვნებო, სპორტული და სხვა კლუბები
  • ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით
  • სწავლის გადასახადის მოქნილი გრაფიკი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები – 2250 ლარი

  •  ბიზნესის ადმინისტრირება
  •  ეკონომიკა
  •  სამართალი
  •  ტურიზმი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები - 2250 ლარი

  •  საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;
  •  ფინანსები

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:

 დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

 ეკონომიკა