ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

რობოტიკის სკოლა

 🚀 ხართ დაინტერესებული როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები ?!  ქუთაისის უნივერსიტეტი გთავაზობთ მე-10 დან მე-12 კლასის  მოსწავლეებს ერთ თვიან საგაზაფხულო რობოტიკის სკოლას სრულიად უფასოდ.

 ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია თქვენი მოტივაცია და ინტერესი, ჩაერთოთ ტექნოლოგიური მოდელების შექმნაში, პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით ისწავლოთ არდუინო რობოტიკის ძირითადი პრინციპები და განივითაროთ ელექტრონიკისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

     გაკვეთილები და პრაქტიკული სამუშაოები დაგეგმილია 5  მაისიდან 31 მასის ჩათვლით ერთი თვის მანძილზე ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს (ჯამში 10 გაკვეთილი) 2 საათის მანძილზე. შეხვედრას გაუძღვებიან სპეციალურად მოწვეული ლექტორები.

     შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით.

     მოსწავლეთა რეგისტრაცია სრულდება 25 აპრილს
     https://bit.ly/39lFDIg

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და  მოსწავლეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ადრეულად აქვთ შემოტანილი განცხადება. 

    აპლიკაციის შევსების შემდეგ დაიგეგმება გასაუბრება.


🚀 პროექტის დასრულების შემდეგ  მოსწავლეები: 

🔰 შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების განხილვას, შეფასებას;

🔰 შეძლებენ პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას;

🔰 გამოიყენებენ შესწავლილ სხვადასხვა მეცნიერებების მასალას სისტემი შექმნაში;

🔰 შექმნიან მოდელს;

🔰 იმეტყველონ  ტექნოლოგიების შესაბამისი, პროფესიული ტერმინოლოგიით,

🔰 განუვითარდებათ და გამოიყენებენ თანამედროვე ეპოქის,  ინფორმაციული საზოგადოების შესაბამისი  უნარ-ჩვევებს;  

🔎 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 

📧 [email protected]

📞  597 102 012