ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო მასტერკლასი "ეფექტური სამოტივაციოს მომზადება" გაიმართება

13 იანვარს, 14:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო მასტერკლასი თემაზე: "ეფექტური სამოტივაციოს მომზადება“ გაიმართება. 

სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მასტერკლასს ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი გურანდა გობიანი გაუძღვება.

საჯარო მასტერკლასი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, სამკითხველო დარბაზში. 

შეხვედრა განკუთვნილია "ქუთაისის უნივერსიტეტის“ ნებისმიერი კურსისა და პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულისთვის.