ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კარიერა ქუთაისის უნივერსიტეტში

პერსონალის მართვის პოლიტიკა


რა არის ადამიანური რესურსების მართვა?


ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ძირითად რესურსს მიმზიდველი სამუშაო გარემოს ჩამოსაყალიბებლად. უნივერსიტეტის მიზანია მოიზიდოს  მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც სამუშაოს შესრულებისას შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, იყოს კრეატიული, შედეგზე ორიენტირებული და ყველაფერთან ერთად, მოქნილიც. ამ ყოველივეს განხორციელება, პერსონალის მართვის სწორმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს, ჩვენი პოლიტიკაა: 

მრავალფეროვანი და ნიჭიერი ადამიანური რემოზიდვის, შერჩევის, განვითარების, წახალისებისა და შენარჩუნების მექანიზმების დანერგვა;

სურს პროდუქტიული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები იგრძნობენ თავს დაფასებულად და რაც მთავარია,  მათი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სწორად გენერირება მოხდება;

სამართლიანი და ეთიკური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება.

ქუთაისის  უნივერსიტეტში პერსონალის მართვის 5 ძირითადი  პრინციპი მოქმედებს:

  • საერთო პასუხისმგებლობა;

  • მომსახურებაზე ორიენტაცია;

  • გუნდურობა;

  • საერთო ორგანიზაციულ ღირებულებათა პატივისცემა;

  • ანგარიშვალდებულება.

  

რა გელოდებათ დასაქმების შემთხვევაში?

“ქუთაისის უნივერსიტეტში”  დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით ერთი-ერთ მოწინავე და წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი. ეს არის  ჯგუფი, რომელიც  მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციურობასა და ნამდვილობაზე. ამავე დროს, არ გვავიწყდება ტრადიციები და მათი როლი. გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდგომ , თქვენ გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენი უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ამავე დროს, მიიღოს ისეთი სარგებელი, როგორიცაა: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

  • საინტერესო სამუშაო, მუდმივად მზარდ გუნთან ერთად.


პერსონალის განვითარება (როტაცია, დაწინაურება, ტრანსფერი)


ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პირველ რიგში,  ადამიანები ქმნიან თითოეული კომპანიისთვის წარმატებულ მომავალს.

შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგ თქვენ გახდებით ჩვენი გუნდი წევრი.     

უნივერსიტეტში  მოქმედებს შიდა დაწინაურების პრაქტიკა, რაც ხელს უწყობს ჩვენი თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და პროფესიულ წინსვლას. 


შერჩევის პროცედურები

ქუთაისის უნივერსიტეტში მკაცრად განსაზღვეული პერსონალის შერჩევის წესი მოქმედებს, რომელიც  სამართლიანი, გამჭირველე კონკურსებისა და სწორი პერსონალის შერჩევის საფუძველია. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულია, როგორც ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე აკადემიური  და მოწვეული ლექტორები. 


აკადემიური თანამდებობის დაკავება

  • აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე;

  • აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და საჩვენებელი ლექციის საფუძველზე;

  • აკადემიურ თანამდებობაზე ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით;

  • ასოცირებული პროფესორი - არანაკლებ 4 წლის ვადით, ხოლო პროფესორი - 5 წლის ვადით. 

 

მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება:

  • მოწვეული ლექტორი არის შესაბამისი განათლების/კვალიფიკაციის ან კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ფლობს სასწავლო კურსის გაძღოლისთვის შესაბამის ცოდნას და უნარებს.

  • მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია ღია კონკურსით ან რეკომენდაციით, (პროგრამის ხელმძღვანელის მიერ მოძიების საფუძველზე);


ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება:

უნივერსიტეტში შემუშავებულია ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის სამუშაო აღწერილობები და მათთვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შერჩევა რამდენიმე მეთოდით მიმდინარეობს:

  • შიდა როტაცია; 

  • რეკომენდაცია; 

  • ღია კონკურსის გამოცხადება.