ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სასწავლო პროცესი განახლდა

18 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა.

პირველკურსელებთან შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო. შეკრებილ სტუდენტებს მიესალმა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი  თამარ ხაჩიძე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი  ეკატერინა ბაბუნაშვილი, უნივერსიტეტის დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანი, კულტურული და სპორტული ცენტრის კოორდინატორი მზია ჟორჟოლიანი, კარიერის ხელშეწყობის სამსახურის უფროსი ანა ტყეშელაშვილი და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი გაგა ჩიხლაძე.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა: პირველკურსელებმა მიიღეს ის ძირითადი ინფორმაციები, რაც მათ შემდგომში დაეხმარებათ და მეგზურობას გაუწევთ.

შემდგომ ამისა, სტუდენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, მათთვის გამოყოფილი თავისუფალი სივრცე, სააქტო დარბაზი, სასწავლო აუდიტორიები.


ბოლო სიახლეები