ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გამართეს

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გამართეს

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გამართეს, რომლის ფარგლებში, სტუდენტებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის, მათი რეკომენდაციების შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ რეაგირებებზე ინფორმაციის მიწოდება.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შიდა სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს.

შეხვედრებზე სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო და საგამოცდო პროცესები, მატერიალური და ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა შეაფასეს.

სტუდენტთა შეფასების შედეგები ანგარიშის სახით წარედგინა ფაკულტეტებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს დადებითი შეფასებების გაცნობისა და საყურადღებო საკითხებზე რეაგირების მიზნით.