ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება

ქუთაისის უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს.

ადგილმდებარეობა:  ქუთაისი

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე „დიპლომირებული მედიკოსის“  ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

1.1 საბაზისო მიმართულებები: 

ა) ნეირო-ანატომია - პროფესორი -1 ვაკანსია;  ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);

) ნეირო-ფიზიოლოგია - პროფესორი -1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი;

) უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია  ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);

) ფარმაკოლოგიაასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
1.2 კლინიკური მიმართულებები:

ა) ენდოკრინოლოგია ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);

) პედიატრიაპროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)

) ოფთალმოლოგიაასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)

) სამედიცინო ტოქსილოგიაასოცირებული  პროფესორი - 1ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)

ე) ნეიროქირურგია ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);

  1. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
  • აღსანიშნავია, რომ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის შემთხვევაში ნებისმიერი აკადემიური თანამდებობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა: 

ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; 

გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; 

დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)

  1. საბაზისო მიმართულება:

პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  1. კლინიკური მიმართულება:

  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით)

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება; 
  • სულ მცირე ბოლო 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
  • პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება; 
  • სულ მცირე ბოლო 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
  • პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

  • არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

*არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);

**უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება

** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

  • არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

*არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);

**პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში)ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იქნება ეს აკადემიური თუ პროფესიული ნიშნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  1.  საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება [email protected] ); 

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (ივსება ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს); 

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 

ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, 

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); 

ზ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);

კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;

ლ) შესაბამისი სილაბუს(ებ)ი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);

მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ (https://unik.edu.ge/PagePDF/f51cca605043eba497774e152b2364ae.pdf ) შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე)
  3. კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 22 თებერვლიდან.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის  22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით;  

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024  წლის 4 აპრილისა; 

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 11 აპრილისა

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2024 წლის 15 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2024 წლის  22 მარტიდან 29 მარტის  ჩათვლით, ელექტრონულად ან/და ადგილზე.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]/[email protected]

ტელ: +995 (431) 23 79 79





 


ბოლო სიახლეები