ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა

ქუთაისის უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა

ქუთაისის უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში  2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

საბაკალავრო პროგრამები- სწავლის საფასურია 2250 ლარი:

  • ბიზნესის ადმინისტრირება- 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემეტრზე
  • ეკონომიკა -5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემეტრზე
  • ტურიზმი -10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემეტრზე
  • სამართალი 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV სემეტრზე

სამაგიტრო პროგრამები  - სწავლის საფასურია 2250 ლარი:

  • ფინანსები - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV სემეტრზე
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი- 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV სემეტრზე

სადოქტორო პროგრამა  - სწავლის საფასურია 2500 ლარი:

  • ეკონომიკა - 2 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სემეტრი    

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ნუსხა:

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება 2023 წლის 12 თებერვლიდან   16 თებერვლის ჩათვლით;

ბ)სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2023 წლის 16 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;

გ)სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება  2023 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის  ჩათვლით;

დ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2024 წლის 19 თებერვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:

ა) განცხადება (ივსება როგორც უნივერსიტეტში,ასევე შესაძლებელია ონლაინ)

ბ)პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში) მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტურაში);

ე)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების ასლი;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა 

დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.

აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა)სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დოქტორანტურაში)

გ),,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“  ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).

დ) 1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.


ბოლო სიახლეები