ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ცხადდება კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა/ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ცხადდება კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა/ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ცხადდება კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა/ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

შპს "ქუთაისის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

ეკონომიკის მიმართულება (პროფესიული ნიშნით);

1. ასისტენტ პროფესორი

ფინანსების მიმართულება (პროფესიული ნიშნით);

1. ასისტენტ პროფესორი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (აკადემიური ნიშნით);

1. პროფესორი

მენეჯმენტის მიმართულებით (აკადემიური ნიშნით);

1. ასისტენტ პროფესორი

კერძო სამართლის მიმართულება (აკადემიური ნიშნით);

1. ასოცირებული პროფესორი;

სისხლის სამართლის მიმართულებით (აკადემიური ნიშნით);

1. ასოცირებული პროფესორი;

საჯარო სამართლის მიმართულებით (აკადემიური ნიშნით);

1. პროფესორი

1. ასისტენტ პროფესორი

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის: პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

  • არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:
  • არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განაცხადი 1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, ადამიანური რესურსებისა მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში  [email protected]/[email protected]);
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, 2 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
  • "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.

იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 3 ნოემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 13 დეკემბრისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით;

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში 2023 წლის 3 დეკემბრიდან 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]

საკონტაქტო ნომერი: +995 (431) 23 79 79


ბოლო სიახლეები