ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით ღია კონკურსი ცხადდება.

1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიცია:

  • ეკონომიკის მიმართულებით;
  • პროფესორი;

 

2. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
  • პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

 

3.  საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, ადამიანური რესურსებისა მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში [email protected]/[email protected]);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,2 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;

დ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

ზ)„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

 

4. კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
  •  განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე.
  • იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

5. კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 13 ოქტომბრიდან.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის  14 ნოემბრიდან 17 ნოემბრის  ჩათვლით; 

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2023 წლის 22 ნოემბრისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 27 ნოემბრისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023  წლის 30 ნოემბრისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2023 წლის 30 ნოემბრიდან თებერვლიდან 2 დეკემბრის ჩათვლით;

8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში  2023 წლის 14 ნოემბრიდან 17 ნოემბრის  ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

6. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

 

 


ბოლო სიახლეები