ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ვორკშოფი ჩატარდა

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ვორკშოფი ჩატარდა

პროექტ "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023"-ის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ვორკშოფი ჩატარდა.  

ვორკშოფზე ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დეა მანაგაძე იყო  მიწვეული, რომელმაც მედიაწიგნიერებისა და შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრა. 

პროექტი "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) ეგიდით ხორციელდება. იმერეთის რეგიონში პროექტს კოორდინაციას ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი, სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილი უწევს.  ქუთაისის უნივერსიტეტი წლებია, CELA-ს პარტნიორია.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები და ვორკშოფები ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა საკითხების შესახებ. 

ტრენინგებისა და ვორკშოფების შემდეგ კი პროექტის მონაწილეები თავად განახორცილებენ პროექტებს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით.


ბოლო სიახლეები