ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის პირველკურსელებს  წიგნი

ქუთაისის უნივერსიტეტის პირველკურსელებს წიგნი "კონსტიტუციური სამართალი" საჩუქრად გადაეცათ

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი "კონსტიტუციური სამართალი" საჩუქრად გადაეცათ.

იურიდიული სახელმძღვანელოების სერიიდან ირაკლი კობახიძის წიგნი სტუდენტებს ქუთაისის უნივერსიტეტში, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ქებულაძემ უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გოჩა თუთბერიძესა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკან თეონა გრიგოლაშვილთან ერთად გადასცა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს "კონსტიტუციური სამართალის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცოდნის აუცილებლობაზე, უნივერსიტეტის წარმატებებზე, ადგილობრივი ხელისუფლების და ახალგაზრდების ეფექტურ ურთიერთობასა და უნიციატივების განხილვების პერსპექტივებზე.

სტუდენტებსა და ქალაქის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრებს ქუთაისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეში მრავალფეროვანი ფორმატით მომავალშიც გეგმავს.


ბოლო სიახლეები