ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებისთვის სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ “Band Time“-ის ცოცხალი კონცერტი გაიმართა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად, ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც დაესწრო.

სპეციალური ღონისძიება UnikGame-ის გამარჯვებულების დაჯილდოვებით დაიწყო. შემეცნებითი თამაშები UnikGame-ს სახელწოდებით პირველკურსელებისთვის სპეციალურად შეიქმნა.

შემეცნებითი თამაშის მონაწილე სამივე გუნდს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღის ბოლოს ქუთაისის უნივერსიტეტის სადღესასწაულო ბანერებთან სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს და პირველკურსელებს წელს რეაბილიტირებული შენობით, ახალი აუდიტორიებით, განახლებული ლაბორატორიული ცენტრითა და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით დახვდა.


ბოლო სიახლეები