ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    მიმდინარე წლის 9 ივლისს ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. 

    კონფერენციაზე წარმოდგენილი იყოს თემები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიები თანამედროვე ეტაპზე, მარკეტინგის გამოწვევები პამდემიის პერიოდში და ა.შ.

    "მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია, სტუდენტთა სამეცნიერო უნარების განვითარებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ატიურად ჩართულობისთვის, მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი ისტორია აქვს ქუთაისის უნივერსიტეტს და ცხადია მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი.

    მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


ბოლო სიახლეები