ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო პროექტები

ამჟამად ქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის (ერასმუს+) ორ მიმდინარე პროექტში, ესენია: 1) ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) და 2) „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (E-PSY). 

1)E-PSY - „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ გახლავთ 2020 წლის გამარჯვებული პროექტი. პროექტის კონსორციუმი შედგება 14 წევრისგან: შპს ქუთაისის გარდა კონსორციუმის წევრები არიან 7 ქართული უნივერსიტეტი 4 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 1 იტალიური ორგანიზაცია. 

პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მომზადებას და ტრენინგს ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკულ საკითხებში. ასევე შემუშავდება ფსიქოლოგიური კონსულტაციის სტანდარტები და მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტი. შეიქმნება სატრენინგო მოდულები, სუპერვიზიის და ინტერვიზიის სისტემა; ადაპტირდება ფსიქოლოგიური ტესტების სტუდენტთა პროფილის განსაზღვრის მიზნით. E-PSY პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება როგორც სტუდენტების პოპულაციაში, ასევე ფართო საზოგადოებისთვის და შესაბამისად განხორციელდება მონაწილე უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი კამპანია საჯარო შეხვედრების, მედიასივრცის გამოყენების, ჯგუფური შეხვედრების ფსიქოლოგებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან EPSY-ის პროექტის განხორციელებაში ჩართულია 2 აკადემიური, 3 ადმინისტრაციული და 1 ტექნიკური პერსონალი. EPSY-ს პროექტის საერთო ბიუჯეტია 560000 ევრო, აქედან 42769 ევრო გახლავთ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წილი (საშტატო, სამოგზაურო, დარჩენის (სასტუმროს) და აღჭურვილობის ხარჯები).
2)RURD - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ქუთაისის უნივერსიტეტის მონაწილეობით 2019 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი. პროექტში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ასევე ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. პროექტის განხორციელების პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, მოხდა საჭირო ტექნიკის შეძენა, დაიწერა სამოქმედო გეგმა, და დამტკიცდნენ პროექტის წევრები.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან RURD-ის პროექტის განხორციელებაში ჩართულია 3 აკადემიური, 2 ადმინისტრაციული და 1 ტექნიკური პერსონალი.  RURD-ის პროექტის საერთო ბიუჯეტია 602 097 ევრო. აქედან 35 791 ევრო გახლავთ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წილი (საშტატო, სამოგზაურო, დარჩენის (სასტუმროს) და აღჭურვილობის ხარჯები).
საერთო ჯამში შპს ქუთაისის უნივერსიტეტს აქვს 12 საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ესენია:



#

წელი

პროგრამა

პროექტის ნომერი

ბენეფიციარი ორგანიზაცია

პროექტის სახელწოდება/

ინტერისტიტუციონალური შეთანხმება

1

2019

ერასმუს +

 

609741-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-SP

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

RURD - უნივერსიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში

2

2016

ერასმუს +

 

N573322-EPP-1-2016-IL-EPPKA2-CBHE-JP

გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

CURE - „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“

3

2015

ერასმუს +

561724-EPP-1-2015-1-DE-EPPKA2-CBHE-JP

მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერისტეტი (გერმანია) / ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)

EUCA-INVEST - ინვესტირება კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამეწარმეო უნივერსიტეტებში

4

2017

ერასმუს +

 

ინდივიდუალური სასწავლო მობილობა

Instituto Superior Técnico (IST)- ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი (პორტუგალია)

ინტერინსტიტუციონალური შეთანხმება 2017-2020.

 

5

2013

ტემპუსი

544521-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-SMHES

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)

EANet - მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელი

6

2013

ტემპუსი

543657-TEMPUS-1-2013-1-KZ-TEMPUS-JPGR

ტურარ რისკულოვოს ეკონომიკური უნივერსიტეტი (ყაზახეთი) - ახლანდელი სახელწოდება: „ნარხოზ“-ის უნივერსიტეტი

PEOPLE - საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით

7

2013

ტემპუსი

543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES

პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია)

Cruise-T - შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელის შექმნა

 

8

2013

ერასმუსმუნდუსი

545650-EM-1-2013-1-ES-ERA MUNDUS-EMA21

 

სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი)

EMBERერასმუს მუნდუს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება

9

2013

ერასმუს მუნდუსი

545743-EM-1-2013-1-EE-ERA MUNDUS-EMA21

ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)

HUMERIA ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, კვლევა, საერთაშორისო ურთიერთობები და ხელოვნება ევროკავშირისა და ENPI-ის უსდ-ებს შორის

10

2012

ტემპუსი

530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR

კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია)

INURE - უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე (BY, GE, MD, UA)

11

2010

ტემპუსი

TEMPUS 511035-TEMPUS-1-2010-1-DE-TEMPUS- SMGR

ASIIN-ის ჯგუფი(გერმანია)

PICQA - უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის განვითარება

12

2009

ტემპუსი

158739-TEMPUS-2009-DE-JPHES

პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია)

WeNeTდისტანციური სწავლება და გადამზადება ტურიზმის სფეროში