ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სიახლეები

ონლაინ ტრენინგი „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“

2020 წლის 28 ოქტომბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“, რომელსაც პროფ. გოჩა თუთბერიძე უძღვებოდა. ტრენინგს ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგის მსველელობისას განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  ხელმძღვანელისა და დოქტორანტის წარმატებული ურთიერთობის მოდელი, საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების ბაზები,  სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სხვა.  


რიგა სტრადინსის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორის ვორქშოფი  

2020 წლის 15 ოქტომბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით რიგის სტრადინის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორმა, ტატიანა მურავსკამ ჩაატარა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“. ვორქშოფს ესწრებოდა მედიცინისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში არსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტრუქტურასა და ხელმძღავენლობის პრინციპებს. 


სამენციერო პიკნიკი ქუთაისში 

2019 წლის 19 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურის და სპორტის  სამინისტროს, ქუთაისის უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ქუთაისის მერიის ორგანიზებით  ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.

ქუთაისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკზე წარმოადგინა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სივრცე UNIK CreaLab-ს და სამედიცინო ფაკულტეტში არსებულ თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სიმულაციები და მულაჟები.

UNIK CreaLab  არის ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომლის მიზანია ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა და დამწყებ მეწარმეებში ტექნოლოგიური რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. 

სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო: 

3D პრინტერი და 3D პრინტერის მიერ დამზადებული სხვადავადსხვა პროტოტიპები (მჭრელი დანა, მექანიკური საათის მუშა მექანიზმი, მოძრავი სხვადასხვა სათამაშოები და ა.შ); 3D კალამი; 3D სკანერი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარი 3D მოდელის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ; ჭკვიანი დაფა და VR სათვალე (AR რეალობის ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი აპლიკაციები; Mixed Reality-ის სახალისო პრეზენტაცია და ა.შ).

სამეცნიერო პიკნიკზე სამედიცინო ფაკულტეტმა წარმოადგინა:  VR ანატომია; კუნთში და ვენაში ინექციის სიმულაცია; კარდიომონიტორინგი; სხვადასხვა ანატომიური მულაჟები.

მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ წარმოდგენილი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხავა სახალისო აქტიობებში.



პლაგიატის პროგრამის დანერგვა ქუთაისის უნივერსიტეტში 

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, უნივერსიტეტში პლაგიატის აღმოსაჩენად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისა და პლაგიატის პრევენციის მიზნით, 2019 წელს უნივერსიტეტში დაინერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა StrikePlagiarism (www.strikeplagiarism.com). 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მოხდა 171 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება.



Wyższa Szkoła Bankowa-ს წარმომადგენლების ვიზიტი

2019 წლის აგვისტოში ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციის და კვლევის ხელშეწყობის სამსახურის მიერ გაიმართა შეხვედრა პოლონეთის WSB უნივერსიტეტის (Wyższa Szkoła Bankowa) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხიული იყო უნივერსიტეტებს შორის ორმრიხივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები. 



ქუთაისის უნივერსიეტეტის აკადემიური პერსონალის მონოგრაფიების გამოცემა

2020 წლის ივლისში, ქუთაისის უნივერსიეტეტის ხელშეწყობით გამოიცა ეკატერინე ვაწაძის მონოგრაფია „თავაზიანი ფატიკური გამონათქვამების სოციო-პრაგმატიკული ანალიზი (ინგლისური და ქართული პროზის მასალაზე)“ და ნიკოლოზ ჩიხლაძის მონოგრაფია  „ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის გამოწვევები“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქართულენოვან ავტონომიურ კვლევას ეროვნულ ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში და ეძღვნება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის აქტუალურ საკითხებს.

 

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის აღწერა  

2020 წლის სექტემბერში, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების/პოტენციალის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციის მიზნით განხორციელდა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის 2015-2020 წლებში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და HR SOFT-ზე ასახვა. 

 

Coursera for Campus-ის კურსები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომლობით მოხდა Coursera for Campus-ის პორტალზე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თემატური კურსების შეთავაზება.