ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტსა და შპს დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატას შორის

 

25 ივლისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტსა (წარმოდგენილი უნივერსიტეტის დირექტორის-ნინო ხაზარაძის მიერ) და შპს დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატას შორის (წარმოდგენილი საზოგადოების დირექტორის-გოჩა გუბელაძის მიერ).

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მემორანდუმით გათვალისწინებულ ერთობლივ პროგრამებში სტუდენტთა მონაწილეობას, ასევე საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკისა და აუდიტორიების ხელმისაწვდომობას.

საექსპერტო დაწესებულება ჩაატარებს საექსპერტო კვლევა-გამოკვლევებს, ლექცია-სემინარებს, ტრენინგებს და საჯარო  შეხვედრებს აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე; უზრუნველყოფს ბიბლიოთეკაში არსებული იურიდიული და სხვა ტექნიკური ლიტერატურის ხელმისაწვდომობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

პროექტი მუშაობას იწყებს 2014  წლის 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება ვიდრე მხარეები არ შეწყვეტენ თანამშრომლობას.

{Gallery dir='news/25-07-2014'}


ბოლო სიახლეები