ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

 

24 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისის უნივერსიტეტში. კიდევ უფრო გალამაზებული და განახლებული გარემო საზეიმო განწყობას სასიამოვნო ლაიტმოტივად გაჰყვა მთელი დღის განმავლობაში.

უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა- ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა, დეკანმა- კახაბერ გაბელაშვილმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

უნივერსიტეტის რექტორმა მოპოვებული გრანტის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირველკურსელებს:

ნათია კვირიკაშვილს (100%), ნინო ჯაშს(70%), თეონა ჯანელიძეს (30%).

ახალი სასწავლო წელი დამსახურებული საჩუქრებით დაიწყეს წარჩინებულმა,აქტიურმა და მთელი უნივერსიტეტის მაშტაბით ყველაზე  მაღალი რეინტიგის მქონე სტუდენტებმა.მათ დაენიშნათ სტიპენტიები და მიიღეს 20%-იანი ფასდაკლება 2012-2013 სასწავლო წლის სწავლების გადასახადზე.

ვულოცავთ მათ  და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ  წარმატებებს.

შემდგომ ამისა პირველკურსელებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები: მაისურები, უნივერსიტეტის კატალოგი და უნივერსიტეტის გაზეთი.

 

{Gallery dir='news/24-09-2012'}


ბოლო სიახლეები