ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

იმერეთის სტრატეგია სამინისტროებმა განიხილეს

 

9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა „იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2012–2017“ განხილვა, რომელიც  ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-ანალიტიკურ ცენტრში შემუშავდა. შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მ. ვაწაძე და ლ. მგელაძე, ასევე წარმომადგენლები ფაქტობრივად ყველა სამინისტროდან.

იმერეთის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია წარმოადგინა ქუთაისის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ. შეხვედრაზე სამინისტროების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და წარმოდგენილ იქნა წინადადებები დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. სტრატეგიაში უკვე შევიდა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები და მომზადდა მთავრობის სხდომაზე წარსადგენად.

{Gallery dir='news/24-07-2012'}


ბოლო სიახლეები