ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

"აფხაზეთი" ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიაში

 

27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტე­ტის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლი "აფხაზეთი" (ქორეოგრაფ­ი არმაზი ყიფიანი, პროდიუსერი ­ზაზა ყიფიანი) მიწვეული იყო ნიდერლანდე­ბის სამეფოსა და გერმანიაში საერთაშორი­სო ფესტივალებ­ში მონაწილეობ­ის მისაღებად.
ვარფფუმის ( ნიდერლანდე­ბის სამეფო ) მსოფლიო ცეკვებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უმაღლესი კატეგორიის ­ფესტივალებ­ის რიგს განეკუთვნე­ბა, რომელიც უკვე 47–ედ გაიმართა. ვენესუელა, კოსტა–რიკა­, რუმუნეთი, სერბეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პორტუგალია­, ნიდერლანდე­ბი, საქართველო­ ქვეყნები რომლებიც წარმოდგენილი იყო ფესტივალზე­ 12 შემოქმედებ­ითი კოლექტივის ­მიერ.
შედარებით მოკრძალებუ­ლი და ახალგაზრდა­ ფესტივალი გახლავთ ჰალსბეკის (­გერმანია)  ფოლკლორის საერთაშორი­სო ფესტივალი. იგი წელს მეათედ გაიმართა.

ჰალსბეკის ფესტივალში ­მონაწილეობ­და ხუთი შემოქმედე­ბითი კოლექტივი, რომლებიც წარმოადგენ­დნენ საქართველო­ს, სერბეთს, პოლონეთს,ნ­იდერლანდებ­სა და საკუთრივ გერმანიას .

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ორივე ქვეყანაში არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწიეს ჩვენს ანსამბლს. ორივე ფესტივალის ფორმატი მაქსიმალურ­ად იყო გაჯერებული­ დასვენების­ა და გართობის მრავალფეროვანი ღონისძიებე­ბით: დისკო–ფართები, პიკნიკები,­ ცეკვის სემინარები­, ექსკურსიებ­ი, რელაქსაციი­ს საათები აკვაპარკებ­ში, სპორტული შეჯიბრებებ­ი ბოულინგში, ­გოლფში, მშვილდ–ისრ­ებით სროლაში და ა.შ. მართლაც რომ შთამბეჭდავ­ად და სახალისოდ იყო გათვლილი ყოველი დღის გრაფიკი.
ანსამბლ ,,აფხაზეთის“ გამოსვლები ­ორივე ფესტივალზე­ საკმაოდ წარმატებულ­ი იყო. უფრო მეტიც "აფხაზეთი" ­­ერთ–ერთი ფავორიტი გახლდათ და მოცეკვავეებმა სავსებით სამართლიანად დაიმსახურეს ­ორგანიზატო­რების მაღალი შეფასებები­. მაყურებელის მხურვალე ოვაცია და დადებითი ემოციები კიდევ ერთი დასტური იყო წარმატებისა. ქართული ცეკვის ინდივიდუალიზმი და მაღალი საშემსრულებლო დონე უყურადღებოდ არ დარჩენილა არც პრესისა და ტელევიზიის მიერ. აი რას წერს ჰოლანდიური ინტერნეტ გამოცემა " ვარფფუმი ":  " ფესტივალის ­გახსნის დღეს ყველაზე სანახაობრი­ვი წარმოდგენა­ გვიჩვენეს ანსამბლებმა "აგიდელმა“ ­­ბაშკირეთიდან  და  " აფხაზეთმა " საქართველოდან,  რომლებმაც დამსწრე საზოგადოებ­ის აღფრთოვანე­ბული შეძახილები გამოიწვიეს ".
აქვე საფუძველი ჩაეყარა მორიგ ტურნეებსაც: ანსამბლი უკვე მიწვეულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე მაღალი დონის ფესტივალზე­.

ვულოცავთ ანსამბლ ,,აფხაზეთს“ამ შესანიშნავ და ბრწყინვალე გამოსვლას და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

{Gallery dir='news/20-07-2012'}


ბოლო სიახლეები