ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება 

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება 

2024 წლის 14 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით რიგით მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: 

• ბიოსამედიცინო მეცნიერებები; 

• საზოგადოებრივი ჯანდაცვა; 

• კლინიკური მედიცინა; 

კონფერენციის სამუშაო ენა:ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი.

ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: 

https://shorturl.at/ayMP8

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს  A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
  • გამოყენებული შრიფტი: Times New Roman. სტრიქონთაშორისი  ინტერვალი-1,5;
  • სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
  • პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის  გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold);
  • მომდევნო  სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold, სტატიაში  სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (12Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი);
  • სტატიის მოცულობა 3-5 გვერდი;
  • აბსტრაქტი (200-500 სიტყვა) - თემის სათაური, აქტუალობა, დასკვნა, საკვანძო სიტყვები (3-5);

კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point ფორმატით, რეგლამენტი - 15 წუთი (დამატებით 10 წუთი დისკუსია).

კონფერენციის შედეგები:

  • სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების დაიბეჭდება და პრეზენტაციების შედეგად, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი  გადაეცემა. 


 

 


ბოლო სიახლეები