ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში საკვირაო სკოლა დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში საკვირაო სკოლა დაიწყო

2 მარტს მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აიპი "მათემატიკოსის“ მიერ ორგანიზებული საკვირაო სკოლა დაიწყო.

სკოლის მუშაობაში იმერეთის სკოლების მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

საკვირაო სკოლა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

საკვირაო სკოლის პირველი ლექცია მთელ რიცხვთა არითმეტიკას ეხებოდა.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო, შემეცნებითი, შემოქმედებითი სივრცეები, კონფუცის კლასი, კრეალაბი, ბიბლიოთეკა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

მოსწავლეებს ქუთაისის უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


ბოლო სიახლეები