ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტში” ვორქშოპი თემაზე - "სამეცნიერო ეთიკა სასწავლო და კვლევით საქმიანობაში" გაიმართა

19-23 თებერვალს “ქუთაისის უნივერსიტეტში” სამეცნიერო-კვლევითი ხელშეწყობის ცენტრისა და Innovative Educational Connections-ის ორგანიზებით აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ვორქშოპი თემაზე - "სამეცნიერო ეთიკა სასწავლო და კვლევით საქმიანობაში“გაიმართა.

ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე: საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში არსებული აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა; აკადემიური გადაცდომისა და პრევენციის საშუალებები; ელექტრონული სამეცნიერო რესურსების გამოყენება; სამეცნიერო ნაშრომებისა და ჟურნალების გამოქვეყნება და რეფერირება; კვლევისა და სწავლების პროცესში დამხმარე პროგრამები და სხვა.

ვორქშოპებს ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრი, კომპანია Innovative Educational Connections პროექტის მენეჯერი მაია მეტრეველი უძღვებოდა.

აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა ინდივიდუალური პრაქტიკული დავალება განახორციელა.

ვორქშოპის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.


ბოლო სიახლეები