ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს+ საერთაშორისო  მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად.

გამოცხადებულია 9 სრულად დაფინანსებული კვოტა ევროკავშირის 4 ქვეყნის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში 

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმულიადმინისტრაციული პერსონალი

(2)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და  სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(3)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(4)

მასპინძელი უნივერსიტეტი: EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია  

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის პერსონალი  და ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და  სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 22-26 აპრილი)  და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 4 * ( 1-ადმინისტრაციული; 3 - აკადემიური)

სარეგისტრაციო ბმულიადმინისტრაციული პერსონალი

                                                    აკადემიური პერსონალი

(5)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და  სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 13-17 მაისი)და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმულიაკადემიური პერსონალი

 

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და C1 - აკადემიური პერსონალისთვის (13 მარტი, 10:30 საათი).

NotaBene:

(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხიდა/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toelf PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე  CAE) 180. 

(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

(2.1)
ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის (22 მარტი, 12:00 საათი).

გასაუბრება ჩატარდება ონლაინ.

ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

·  დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;

·  მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;

·  ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;

·  მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;

·  მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახუროებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)

 (2.2)
ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის - (22 მარტი, 15:00 სთ)

საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე.

საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:

·  სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;

·  თანმიმდევრული ლაპარაკი; 

·  აუდიტორიასთან კონტაქტი;

·  გამოყენებული სწავლების მეთოდები;

·  შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.

დაინტერესებული პირები საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის უნდა გაეცნონ „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს.

26 მარტს კომისია გამოავლენს 5 მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 9 პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 7 მარტის დღის 12:00 საათისა.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: [email protected] 

 


ბოლო სიახლეები