ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და შიდელცეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და შიდელცეს უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანია ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

აკადემიურ წარმატებებთან ერთად, შიდელცეს უნივერსიტეტი ამაყობს უახლესი კვლევითი- საინფორმაციო ცენტრებით, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უწყობენ ინოვაციურ კვლევით მცდელობებს, არამედ ფასდაუდებელ შესაძლებლობებს უქმნის როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს, ჩაერთონ პრაქტიკულ, ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებში.

შიდელცეს უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი განათლების მაღალი ხარისხია, რაც მოიცავს არა მხოლოდ სტუდენტბის უნარებისა და ცოდნისთვის სწორი ტაქტიკით უზრუნველყოფას, არამედ იმ ღირებულებების შეძენას, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გამკლავებაში.

აღსანიშნავია, რომ შიდელცეს უნივერსიტეტი პოლონეთში ევროპის უნივერსიტეტისთვის რიგით მე10 პარტნიორია!

 


ბოლო სიახლეები