ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „კორჩაკის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „კორჩაკის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „კორჩაკის უნივერსიტეტს“ (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ „კორჩაკის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია პოლონეთში, რომელიც სტუდენტებს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.

„კორჩაკის უნივერსიტეტი“ ქუთაისის უნივერსიტეტის რიგით მერვე პარტნიორია პოლონეთში.


ბოლო სიახლეები