ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 “ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2024 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა. წარმატების შემთხვევაში, 2024-2025 აკადემიური წლიდან სტუდენტებისა და პერსონალის სრულად დაფინანსებული ორმხრივი საერთაშორისო მობილობა გახდება შესაძლებელი.

უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში.

„EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი“ არის ბალტიის უნივერსიტეტის პროგრამის წევრი, რომელიც აერთიანებს 160 უნივერსიტეტს ბალტიის ზღვის რეგიონის 14 ქვეყანაში.

 


ბოლო სიახლეები