ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის უნივერსიტეტს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის უნივერსიტეტს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის რეგიონის ვიცე გუბერნატორ კაისარ აბდუკერემს და სინძიანის რეგიონის მთავრობის წევრებს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ხუნდაძემ და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად უმასპინძლეს.

დელეგაცია კონფუცის კლასის მოსწავლეებს და მოწვეულ ლექტორებს შეხვდა.

კონფუცის კლასი ქუთაისის უნივერსიტეტში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს სთავაზობს ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ.

შეხვედრაზე ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების მუდმივად გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.


ბოლო სიახლეები