ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვია

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვია

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვია.

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კათედრის მიწვევით, 2023 წლის 27-30 ნოემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ტრენინგ-კურსი ჩაატარა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს სტუდენტების მიერ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის პირობებში როგორც პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ასევე თეორიული ცოდნის შეძენას. თამარ პერტაიამ სესიაზე, კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე განიხილა PBL სწავლების ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი, დაწყებული პაციენტის წარდგენით, დასრულებული მისი დიაგნოსტირებით და მკურნალობის გზებით.

შეხვედრას სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი აქტიურად გეგმავს PBL მეთოდის დანერგვას სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში.

ესპანელი აკადემიური პერსონალისათვის გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა, დადებითად აისახება როგორც ფაკულტეტის განვითარებაზე, ასევე უნივერსიტეტისა და ქართული სამედიცინო განათლების პოპულარიზაციაზე.


ბოლო სიახლეები