ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაციამ ინდოეთში გამოფენა/პრეზენტაციაში -

ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაციამ ინდოეთში გამოფენა/პრეზენტაციაში - "Georgia Education Fair 2023“ მიიღო მონაწილეობა

30 მაისს, 1 და 3 ივნისს ინდოეთის სამ ქალაქში -მუმბაიში, ბანგალურუსა და ჩენაიში საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი გამოფენა/პრეზენტაცია სახელწოდებით - "Georgia Education Fair 2023“ გაიმართა.

 

ღონისძიება უკვე მეორედ, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში საქართველოს 11 წამყვანი უნივერსიტეტის დაახლოებით 30 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საგანმანათლებლო გამოფენაში წარმოდგენილი იყო ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის, ვიცე-რექტორის და ფაკულტეტის დეკანის სახით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საქართველოში სამედიცინო განათლების მიღებით დაინტერესებულ სტუდენტებთან, მათ მშობლებთან, ინდოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ პრეზენტაციების წარდგენის და პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცათ.


ბოლო სიახლეები