ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის ერაზმუს+ მობილობის პროგრამის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

ესტონეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტების შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, "ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა. 

 

" ქუთაისის უნივერსიტეტის“  ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები დაჩი კობახიძე და დავით გეგუჩაძე ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესტონეთი) გაემგზავრებიან.


ტურიზმის პროგრამის სტუდენტი გიორგი ხუციძე რუმინეთში,  კერძოდ, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტში გაატარებს 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს.

აღნიშნული სტუდენტები ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რაც გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.


ბოლო სიახლეები