ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტში" ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

"ქუთაისის უნივერსიტეტის" ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის 3 ქვეყნის მიმათულებით საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ, ამასთან, ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას.

ესტონეთის, ესპანეთის და რუმინეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:

 

(1)

 

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/RjcynqLpNxJt1uZS9

 

(2)

 

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/cEpio7yxvxV1UpyWA

 

 

(3)

 

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი

სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები:  ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WJZLVpCxGG5cGzAp9 

 

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

 

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ოთხშაბათი, 3 მაისი,12:00 სთ)

  

NotaBene:

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

 

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე -  (პარასკევი, მაისი, 12:00 სთ)

 

გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

 

გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

 

კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს სამივე მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 4 სტუდენტს. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს მაისის 18:00 საათისა  

 

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის ვთხოვთ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე გაეცნონ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს". 


ბოლო სიახლეები