ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის ,,არდუინო რობოტიკის სკოლის“ მონაწილეებმა რობოტი შექმნეს

ქუთაისის უნივერსიტეტის ,,არდუინო რობოტიკის სკოლის“ მონაწილეებმა რობოტი შექმნეს

ქუთაისის უნივერსიტეტში ,,არდუინო რობოტიკის სკოლის’’ სასწავლო კურსი გაიხსნა. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები არდუინოს მუშაობის ძირითად პრინციპებს და მიკროელექტრონიკის საწყისებს გაეცნენ, ასევე ისწავლეს როგორ გამოიყენონ არდუინო ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. 

კურსის ბოლოს მონაწილეებმა შექმნეს რობოტი ,,აპოლონი’’, რომელიც ზომავს ნახშირბადის მონოოქსიდს (CO) ჰაერში, ჟანგბადს სისხლში და წნევას. რობოტს ასევე შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. კურსის მსმენელებმა წარადგინეს შემაჯამებელი პრეზენტაციაც.

მასტერკლასს ინოვაციური ტექნოლოგიების მასწავლებლები, გიორგი ხალიჩავა და ირაკლი რობაქიძე, უძღვებოდნენ. 
რობოტიკის სკოლის მონაწილეები ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტები და  სკოლის მოსწავლეები არიან.


ბოლო სიახლეები