ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის საჯარო შეხვედრა თემაზე:

ქუთაისის უნივერსიტეტის საჯარო შეხვედრა თემაზე: "ეფექტური სამოტივაციოს მომზადების მასტერკლასი" გაიმართა

17 იანვარს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საჯარო შეხვედრა თემაზე: "ეფექტური სამოტივაციოს მომზადების მასტერკლასი" გაიმართა. ინგლისურენოვან მასტერკლასს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, ეკატერინე ვაწაძე, უძღვებოდა.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა შეადგინონ ეფექტური სამოტივაციო წერილი, რა დატვირთვა აქვს მას საქმიან ურთიერთობებში, რა განსხვავებაა სამოტივაციო წერილსა და რეზიუმეს შორის და ა.შ. ღონისძიების ბოლოს გაიმართა იმიტირებული გასაუბრება.

შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.


ბოლო სიახლეები