ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შემეცნებითი შეხვედრების კვირეული  - რა არის ტრეფიკინგი?

შემეცნებითი შეხვედრების კვირეული - რა არის ტრეფიკინგი?

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემეცნებითი შეხვედრების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთ საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.

იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსი ნათია წივწივაძე აუდიტორიას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფუნქციის შესახებ ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების თითქმის ყველა ასპექტის სატატისტიკას და ანალიზს მოიცავს.

  • შვილად აყვანა და მინდობით აღზრდის პროცედურა
  • ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთა და მისი შედეგები
  • მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ინსტრუმენტები
  • სოციალური მუშაკის მნიშვნელობა
  • ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების რეალური ისტორიები

ეს და კიდევ ბევრი სხვა, საზოგადოდ სენსიტიური თემა შეხვედრის სპიკერმა საკუთარი პროფესიული გამოცდილებით და იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული ქეისებით განმარტა, რაც სტუდენტებისთვის ბევრი აქტუალური შეკითხვის პასუხი გახდა. მათგან უმთავრესი - მოქალაქეების როლი და ინფორმირებულობაა სახელმწიფოს სტრატეგიის თანამოაზრეობაში.


ბოლო სიახლეები