ქუთაისის უნივერსიტეტში აზიური ფილმების ჩვენება გაიმართა.კინოსესიის ფარგლებში მსურველებს იაპონელი და ჩინელი კინემატოგრაფების შედევრების ნახვა ღია ცის ქვეშ, ფართო ეკრანზე შეეძლოთ.
დღე პირველი - კორეელი რეჟისორის ბონგ ჯონ-ჰოს ოსკაროსან ფილმს “პარაზიტი“,
დღე მეორე -ჰონგ-კონგელი კინორეჟისორის ვონგ კარ-ვაის “სასიყვარულო განწყობა“
დღე მესამე - იაპონელი რეჟისორის ისაო ტაქაჰატას ცნობილი ანიმე -“ციცინათელების სასაფლაო“
კინოჩვენების ინტერაქციული ნაწილი, სამივე დღეს, კინომცოდნე თამთა თურმანიძის მოდერატორობით ფილმების საჯარო განხილვითა და დისკუსიით გაგრძელდა.
მონაწილეთა თხოვნის გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები სამომავლოდაც დაიგეგმება.