ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ეკონომიკური პროფილი" მსოფლიოში უდიდეს სამეცნიერო პორტალზე დარეგისტრირდა

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "ეკონომიკური პროფილი“ მსოფლიოში უდიდეს გერმანულ სამეცნიერო პორტალ EconBiz-ში ჩერთო (https://www.econbiz.de/Record/economic-profile-scientific-practical-journal/10013174809).

EconBiz აკადემიური საძიებო პორტალია ჟურნალებისთვის, სახელმძღვანელოებისა და მათი ცალკეული თავებისათვის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიებისა და კონფერენციებისთვის ბიზნეს კვლევების და ეკონომიკის მიმართულებით. იგი დაფუძნებულია გერმანიის ეკონომიკის ეროვნული ბიბლიოთეკის ლაიბნიცის ეკონომიკის საინფორმაციო ცენტრის (ZBW - Leibniz Information Center for Economics) მიერ. ZBW არის მსოფლიოში უდიდესი კვლევითი ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ლიტერატურისთვის, რომელიც აგროვებს და ახდენს ინდექსირებას განსხვავებულ ფორმატებში 1919 წლიდან.

EconBiz მოიცავს 10 მილიონზე მეტ პუბლიკაციას სხვადასხვა მონაცემთა ბაზებიდან და ხელმისაწვდომია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ჩართვა აღნიშნულ პორტალში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ აღიარებისა და ცნობადობის გაზრდისათვის, მეორე მხრივ კი მხარდაჭერაა მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და გამოქვეყნების პროცესებში.


ბოლო სიახლეები