ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტაinfo[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მერიკული საბჭოების ონლაინ ვორქშოპი

მერიკული საბჭოების ონლაინ ვორქშოპი

  27 ოქტომბერს, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით ონლაინ ვორქშოპი ჩატარდა, სადაც  ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობდა. 

  ვორქშოპი ითვალისწინებდა  ონლაინ-თანამშრომლობითი საერთაშორისო სასწავლო პლატფორმის გაცნობას კავკასიის რეგიონში მოქმედი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის  (COIL/ Collaborative Online International Learning).  სწავლების ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თანაბრად  ჩაერთონ ონლაინ-სასწავლო პროცესში. ის ორიენტირებულია გუნდური მუშაობისათვის აუცილებელ გარემოზე, რომელშიც ორი სხვადასხვა კულტურის და ეროვნების მქონე ლექტორი ერთობლივად შეიმუშავებს სტუდენტთან თანამშრომლობით სწავლებაზე ორიენტირებულ  სილაბუსს  აკადემიური სემესტრის 4-8-კვირიანი კურსისათვის.

  აღნიშნული არაკომერციული სასწავლო მოდელით მნიშვნელოვნად შემცირდება  ადმინისტრაციული სირთულეები, რადგან  პლატფორმის ეფექტურობისთვის საკმარისია უკვე აპრობირებული სასწავლო ონლაინ-სისტემები.

   წარმოდგენილი საერთაშორისო პორტალი უმაღლესი განათლების  ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებთან ერთად, ზრდის სტუდენტთა  მოტივაციას, ჩაერთონ მომავლის პედაგოგიკაზე ორიენტირებულ  პროექტებში.