ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სადოქტოროსადოქტორო Program Code:

Admission:10 students

tudy period:3 year

ეკონომიკა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაშვებისათვის აუცილებელია: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა ან ბიზნესის ადმინისტრირებაში. სხვა აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებისთვის კი სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს,  რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ეკონომიკის ან ბიზნესის თემატიკაზე და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომების კრებული სხვა საბუთებთან ერთად უნდა იქნას წარმოდგენილი). პროგრამაზე დაშვების აუცილებელი პირობაა აგრეთვე, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი ან ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. 

ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების მინიმალური ბარიერია 80 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. 


საერთაშორისო სერთიფიკატით ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისობის დადგენისას სახელმძღვანელო ინფორმაცია:



სადოქტორო პროგამაზე ჩარიცხვის მსურველმა სარეგისტრაციოდ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის ხელმოწერილი სადოქტორო კვლევის განაცხადი (იხ. დოკუმენტის ბოლოს, დანართი 2) რომელიც შესაფასებლად ეგზავნება დროებით დარგობრივ

კომისიას. კვლევითი განაცხადი ფასდება 5 ქულიანი სისტემით (შეფასების პრინციპები და მინიმალური ზღვრები იხ. დოკუმენტის ბოლოს, დანართში 2). სადოქტორო პროგამაზე ჩარიცხვის მსურველი დროებითი დარგობრივი კომისიის წინაშე აკეთებს თავისი კვლევითი განაცხადის პრეზენტაციას. პრეზენტაცია ფასდება 5 ქულიანი სისტემით (შეფასების პრინციპები და მინიმალური ზღვრები იხ. დოკუმენტის ბოლოს, დანართში 3). ზეპირი გამოცდის შეფასება ხდება დროებითი დარგობრივი კომისიის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების, კრიტერიუმების და რუბრიკების შესაბამისად. ზეპირი გამოცდის მოთხოვნები, კრიტერიუმები და რუბრიკები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ყოველი მიღების გამოცხადებისთანავე.  პროგრამაზე ჩარიცხვისათვის ერთიანი შეფასება შედგება კვლევის განაცხადისა და პრეზენტაციის შეფასებათა ქულების ჯამისაგან.  პროგრამაზე ასევე დაიშვებიან: ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმან-ათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები. 

პროგრამის აქტუალობა

„The curious task of economics is to demonstrate to men how little they really know about what they imagine they can design“ (ეკონომიკის საინტერესო ამოცანაა, აჩვენოს ადამიანებს, თუ რა ცოტა რამ იციან სინამდვილეში იმის შესახებ, თუ რისი შექმნა შეუძლიათ) .

ეკონომიკა არის სოციალური მეცნიერება, რომელიც უაღრესად რაოდენობრივ, ემპირიულ მონაცემებზე დამყარებულ მიდგომას იყენებს იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ქცევის გაგებასთან. ის აკვირდება, სწავლობს და პროგნოზირებს ადამიანთა ქცევას. მეცნიერული კვლვები ეკონომიკის სფეროში  ეხმარება ადამიანებს მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება მათ პირად, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებას. 

ამასთან, ადამიანების საქმიანობისა და მათი მოტივაციების გაგება ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების შემუშავებისათვისაც, რომლებმაც შეიძლება სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა იქონიონ საზოგადოებაზე ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე და ეს სულაც არ არის ეკონომიკის მეცნიერების იდეალიზება. მთელმა რიგმა ქვეყნებმა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან  მოყოლებული, განიცადეს სერიოზული ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ, დაეყრდნენ რა საკუთარ პოლიტიკაში ეკონომიკური მეცნიერების მიერ შემუშავებულ გარკვეულ ეკონომიკურ პრინციპებს. ამის თავსლსაჩინო მაგალითია სამხრეთ კორეა, სინგაპური და ჩინეთი. მხოლოდ ჩინეთმა, ბოლო 40 წლის განმავლობაში, 200 მლნ. ადამიანი გამოიყვანა უკიდურესი სიღარიბიდან, რაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 2,6 პროცენტია. აღნიშნული მიუთითებს, რომ ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოში, ეკონომიკის გავლენა პრაქტიკულად უსაზღვროა. სწორედ, ეკონომიკის მეცნიერება გვეხმარება განვსაზღვროთ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს კეთილდღეობის ზრდას და თავიდან აგვაცილებს ან შეარბილებს სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისებს და უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, როგორც ნაციონალურ ასევე რეგიონალურ დონეზე.

მას მერე, რაც საქართველოს ეკონომიკა გახდა უფრო კომპლექსური და დაკავშირებული გლობალურ ეკონომიკასთან, გაიზარდა მოთხოვნა და მომავალშიც შენარჩუნებული იქნება ეს ტენდენცია, კვალიფიციურ ეკონომისტებზე, როგორც მთავრობაში ასევე, ბიზნესში და პოლიტიკაში. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება იმ ადამიანების მეტი ჩართულობა, რომლებიც მეცნიერულად ერკვევიან ეკონომიკის პრინციპებში და შეუძლიათ არგუმენტირებული დისკუსიის წარმართვა სამთავრობო ორგანიზაციების თუ კორპორაციების შიგნით, რათა ქვეყანამ შეძლოს უკეთესი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირება.

პროგრამის მიზანი

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური მეცნიერ-მკვლევარის მომზადება აკადემიური და ბიზნეს კარიერისათვის, რომელიც შეძლებს:

1. გამოიყენოს თანამედროვე ეკონომიკური თეორიების ცოდნა სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემების გაგებისა და გადაჭრისათვის, მოახდინოს ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებები, შეიმუშაოს რეკომენდაციები და მიიღოს გადაწყვეტილებები;

2. თანამედროვე სარწმუნო ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატაროს ორიგინალური კვლევა ანალიტიკური, მათემატიკური და ეკონომეტრიკული უნარების გამოყენებით რომელიც გულისხმობს თანამედროვე ეკონომიკური მონაცემების მდიდარი ნაკრების გამოყენებას;

3. მოამზადოს და გამოაქვეყნოს ორიგინალური ეკონომიკური კვლევა, რაც მოიცავს სადისერტაციო ნაშრომს, ასევე, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას აღიარებულ ბაზებში განთავსებული რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალებისათვის და ეკონომიკური კვლევების კონფერენციებზე წარდგენას;

4. ეკონომიკის შესახებ ცოდნის გადაცემას და გავრცელებას აკადემიური და არააკდემიური კარიერის ფარგლებში.